"ვერ მოიყვანთ მაგალითს, ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რომელიც რუსულ ინტერესებში შედიოდეს" – კახა კალაძე "ვერ მოიყვანთ მაგალითს, ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რომელიც რუსულ ინტერესებში შედიოდეს" – კახა კალაძე /> "/> " />


  23:28:06     21-05-2024

"ვერ მოიყვანთ მაგალითს, ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რომელიც რუსულ ინტერესებში შედიოდეს" – კახა კალაძე

1716319763515ad3b8f823bd3c4431e2191e2e9d58_XL.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე გამოცემა "პოლიტიკოს" მიერ MEGOBARI Act-ის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბურთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარესაა. კალაძე მათ "შანტაჟში" სდებს ბრალს და ამბობს, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

"გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ასევე ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება, ესეც მიუღებელია. გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს არის მოლაპარაკებების გახსნა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან, ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, ეს არის პირდაპირი ფრენები. თუ ეს მიდგომა და დამოკიდებულება იქნება და დავინახავთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორისგან არა მხოლოდ სიტყვებით და ჯერ არავინ არ იცის ეს ინიცირებული კანონპროექტი სად იქნება და რა დონემდე მივა. თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს შეუძლიათ გადადგან, რა თქმა უნდა, კანონის აუცილებლობაც არ იქნება საჭირო. ბურთი არის მათ მხარეს. საქართველო, ჩვენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოყოლებული 2012 წლიდან დღემდე, თქვენ ვერ მოიყვანთ, ვერც თქვენ, ვერც თქვენი პატრონები ვერცერთ მაგალითს, რომ ჩვენ რაიმე არასწორი გაგვეკეთებინოს ან ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რომელიც რუსულ ინტერესებში შედიოდეს," - აცხადებს კალაძე.


ავტორი: presa.ge